Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: იუვენტუსმა პელეგრინი ჯენოაში გაუშვა

იუვენტუსის მარცხენა მცველი, ლუკა პელეგრინი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით ჯენოას შემადგენლობაში გაატარებს, ტრანსფერი იუვენტუსის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

21 წლის ფეხბურთელს იუვენტუსის ძირითადსაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ანდრეა პირლომ სამპდორიასთან მატჩის წინ ჯანლუკა ფრაბოტა არჩია.