Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: იუვენტუსმა სარი გაათავისუფლა

უკვე ოფიციალურად,მაურიციო სარიმ იუვენტუსში გატარებული ერთი წლის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ეს გადაწყვეტილება დღეს დილით გუნდის პრეზიდენტმა,დირექტორთა საბჭომ და თავად მაურიციო სარიმ ერთად მიიღეს.

„იუვენტუსი ოფიციალურად ადასტურებს,რომ მაურიციო სარი პირველი გუნდის მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნილია.“ ვკითხულობთ გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

„გუნდი სარის დიდ მადლობას უხდის იმ შრომისთვის,რაც მან ჩვენთან ყოფნის დროს გასწია. მან გუნდის ისტორიას კიდევ ერთი გვერდი შემატა და სამწვრთნელო კარიერის სამოყვარულო ლიგიდან დაწყების შემდეგ,იტალიის ჩემპიონი გახდა და გუნდს ზედიზედ მე-9 ტიტულო მოუტანა.“

სარიმ იუვეში თავისი პირველი ტიტული მოიგო იტალიაში,თუმცა SuperCup და Coppa Italia-ზე წარუმატებელი გამოსვლის და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ,მისი გუნდიდან გაშვება გადაწყდა.

61 წლის სპეციალისტმა იუვენტუსს 51 მატჩში უხელმძღვანელა,სადაც გუნდმა 34-ჯერ გაიმარჯვა,8-ჯერ ფრე ითამაშა და 9-ჯერ დამარცხდა.

მისმა გუნდმა 100 გოლის გატანა მოახერხა და 55 გაუშვა.საშუალოდ იუვენტუსი ერთ თამაშში 2.16 ქულას აგროვებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.