Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: იუვენტუსს ნაპოლისთან 3 – 0 გამარჯვება ჩაეთვალა

დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილებით, იუვენტუსს ნაპოლისთან მატჩში, რომელშიც პარტენოპეი არ გამოცხადდა, 3 – 0 ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა და გარდა ამისა, პარტენოპეის უსაფრთხოების პროტოკოლის უგულებელყოფის გამო ერთი ქულა დააკლდა.

დისციპლინარული კომისიის აზრით, ნაპოლის თამაშზე არ გამოცხადებისთვის საკმარისი მიზეზი არ ჰქონდა, შესაბამისად გუნდს წაგება ჩაეთვალა და პროტოკოლით გათვალისწინებული ზომების არ მიღების გამო, ერთი ქულა დააკლდა.