Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: კაისედომ ლაციო დატოვა

ჯენოამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლაციოდან ფელიპე კაისედო, ნანტესიდან აბდულაი ტურე და ნაპოლსი ყოფილი უკანახაზელი ნიკოლა მაკსიმოვიჩი გაიფორმა.

ლაციო 33 წლის ეკვადორელი ფეხბურთელის გაყიდვის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მაკსიმოვიჩი კი გენუელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან 29 წლის ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა.