Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: კალაბრიამ მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

როგორც მოსალოდნელი იყო, დავიდე კალაბრიამ მილანთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.

იტალიელი ფეხბურთელის ხელშეკრულება სან სიროზე 2022 წლის ივლისში იწურებოდა და როსონერის გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურდა, ამიტომ მას კონტრაქტი კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივა.

მისი წლიური გასამრჯელო დაახლოებით 2.5-2.6 მილიონი ევრო იქნება.