Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: კალიარიმ სემპლიჩი დაითხოვა

კალიარიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდო სემპლიჩიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

კალიარიმ 3 მატჩში 1 ქულა მოაგროვა და გუნდის ხელმძღვანელობა მისი გაშვება გადაწყვიტეს, იტალიური წყაროების ინფორამციით კი იტალიელ სპეციალისტს როსობლუს რიგებში ვალტერ მაცარი შეცვლის.

სერია ა-ს დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 3 ტურია გასული და კალიარი მეორე გუნდია, რომელმაც მწვრთნელი შეიცვალა.

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ ვერონამ გუნდიდან ეუსებიო დი ფრანჩესკო გაუშვა და მის ადგილს დიდი ალბათობით იგორ ტუდორი დაიკავებს.