ოფიციალურად: კივიორი არსენალის ფეხბურთელია
სპეციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იაკუბ კივიორი კარიერას არსენალის რიგებში გააგრძელებს.
ახალგაზრდა პოლონელი ფეხბურთელი ლონდონელებს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რასაც შემდგომში 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება, რაც სპეციას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახლავთ.
22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იტალიური გრანდებიც იჩენდნენ, თუმცა ინგლისელებთან ფინანსური კონკურენციის გაწევა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.