Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: კლუივერტი ლაიფციგის ფეხბურთელია

რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯასტინ კლუივერტი ლაიფციგს სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით შეუერთდა.

პატრიკ კლუივერტის შვილი ჯალოროსის 2018 წელს შეუერთდა და 68 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლაიფციგს კლუივერტის გამოსყიდვის უფლება არ ექნება და ნიდერლანდელი ფეხბურთელი რომას სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.