ოფიციალურად: კოლაროვი ინტერის ფეხბურთელია
ინტერის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა, რომ ალექსანდრ კოლაროვი რომადან ნერაძურის შეუერთდა.
მილანელებს მის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, შემდგომში კი გარკვეულ ბონუსებს დაამატებენ. სერბი ფეხბურთელი ნერაძურისთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სურვილის შემთხვევაში კი მხარეებს ამ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.