Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: კოლაროვმა ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალექსანდრ კოლაროვი ბენეამატას რიგებში კიდევ ერთი სეზონით ითამაშებს.

35 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ინტერთან 30 ივნისს ამოიწურა, თუმცა სიმონე ინძაგის გადაწყვეტილებით სერბ უკანახაზელს ნერაძურიმ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა.

კოლაროვმა გასულ სეზონში ინტერის მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.