Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: კონტი სამპდორიას ფეხბურთელია

სამპდორიამ მილანიდან იტალიელი უკანახაზელის ანდრეა კონტის ტრანსფერო უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

კონტიმ გენუელებთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონის ბოლოს გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ის სამპას რიგებში, როსონერი კი იმ შემთხვევაში, თუ სამპდორია სერია ა-ში ადგილს შეინარჩუნებს, მცირე კომპენსაციას მიიღებს.

ანდრეა კონტი მილანის რიგებს 2017 წელს ატალანტადან, 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა იმ დროისთვის იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულმა ტალანტმა გაუთავებელი ტრავმების გამო თვისი პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა და როსონერის რიგებში სულ 52 მატჩი ჩაატარა, პროცესში კი 5 გოლის გატანა მოახერხა.