Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: კოოპმეინერსი ატალანტას ფეხბურთელია

ატალანტამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალკმაარის ნახევარმცველი ტეუნ კოოპმეინერსი კარიერას ბერგამოელთა რიგებში გააგრძელებს.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი ზაფხულის განმავლობაში არაერთ იტალიურ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა საბოლოოდ მისი დამატება ლა დეამ მოახერხა.

23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ატალანტა 12 მილიონ ევროს გადაიხდის.