Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: კორეა რეალთან მატჩს გამოტოვებს

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნერაძურის არგენტინელი ფორვარდი ხოაკინ კორეა მადრიდის რეალის წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს.

„ხოაკინ კორეამ დღეს MRI შემოწმება გაიარა, რამაც მას მარცხენა ბარძაყის კუნთის გაჭიმულობა დაუდასტურდა. ფეხბურთელი განმეორებით შემოწმებას მომდევნო კვირას გაივლის და მისი დაბრუნების თარიღი ამის შემდეგ გვეცოდინება.“

27 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ინტერის მაისურით 16 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.