Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: კორონა ვირუსის გამო სერია ა-ში პირველი მატჩი გადაიდო

სერია ა-ს მე-19 ტური უდინეზე-სალერნიტანას მატჩით უნდა გახსნილიყო, თუმცა კორონა ვირუსის გამო შეხვედრა ოფიციალურად გადაიდო.

კორონა ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა სალერნიტანას რიგებში გუშინ დაფიქსირდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის წარმომადგენლების მოთხოვნით სალერნოელებს განმერებითი ტესტირება ჩაუტარდათ და ვირუსზე დადებითი პასუხი სტაფის რამდენიმე წევრმა მიიღო, რის გამოც მათ უდინეში გამგზავრების უფლება არ მიეცემათ.

სერია ა-სთან ერთად, კორონა ვირუსის გამო მატჩები სერია ბ-შიც ჩაიშალა. ბენევენტო-მონცასა და ლეჩე-ვიჩენცას შორის დაპირისპირება ფეხბურთელებსა და სტაფებში დაფიქსირებული დადებითი შემთხვევების გამო გაურკვეველი დროით გადაიდო.