Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: კუმბულა რომას ფეხბურთელია

რომას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ კუმბულა ჯალოროსის უკვე ოფიციალურად შეუერთდა.

რომამ კუმბულა 2-წლიანი იჯარით აიყვანა, იჯარის დასრულების შემდეგ კი მისი გამოსყიდვა მოუწევს. ვერონამ სანაცვლოდ სამი ფეხბურთელი: მერტ ცეტინი, მატეო კანცელიერი და აბუდრამანე დიაბი მიიღო, რასაც 2 წელიწადში 13.5 მილიონი ევრო და სხვადასხვა ბონუსები დაემატება.

რომა ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, ანაზღაურების სახით კი დაახლოებით 2.5-3 მილიონ ევროს გადაუხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.