Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ლაციომ ფარესი ჯენოაში გაუშვა

ლაციომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოჰამედ ფარესი კარიერას ჯენოას რიგებში გააგრძელებს.

25 წლის ვინგერი გენუელებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება და სეზონის ბოლოს მათ ფეხბურთელის გამოსყიდვა 7.5 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება.

ლაციომ ფარესი 2020 წლის ოქტომბერში სპალიდან, 8 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა, თუმცა ის სარის გეგმებში არ შედის და არწივებმა ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტეს.