Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ლენოვო ინტერის პარტნიორი გახდა

ჩინური ტექნიკის კომპანია Lenovo-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინტერის პარტნიორი კომპანია გახდა.

ლენოვოს ლოგო მომდევნო სეზონიდან ინტერის მაისურის უკანა ნაწილზე იქნება დართული, რის სანაცვლოდაც ნერაძური წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ლენოვოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„FC Internazionale Milano, ან უბრალოდ ინტერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო გუნდია. იტალიაში, მილანში განთავსებული გრანდი ძალიან დიდ ისტორიას, გამარჯვებებს და რეკორდებს ატარებს.

„ინტერი არის ერთადერთი გუნდი, რომელიც იტალიის უმაღლესი ჩემპიონატიდან არასოდეს გავარდნილა.

„რატომ გადავწყვიტეთ ინტერთან თანამშრომლობა ? რადგან ჩვენი განვითარებული და ჭკვიანი ტექნოლოგიით შეგვეძლება, რომ ინტერს გუნდის მილიონობით ქომაგთან უფრო მარტივი საკონტაქტო გზა გამოვუნახოთ, მეტი ინფორმაციით და გასართობი გამოცდილებით.“