Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მანჩინი აძურის 2026 წლამდე გაწვრთნის

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის გუნდში 2026 წლამდე დარჩება.

იტალიელი სპეციალისტი ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით უხელმძღვანელებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში უნდა გაიმართოს.