Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: მარიო ბალოტელი მონცას ფეხბურთელია

სილვიო ბერლუსკონის მონცამ, რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობს, ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარიო ბალოტელი 2021 წლის ივნისამდე მათი ფეხბურთელი იქნება.

ბალოტელი მას შემდეგ, რაც მან ბრეშასთან გასული სეზონის ბოლოს კონტრაქტი გაწყვიტა, უგუნდოდ იყო დარჩენილი და სუპერ მარიოს რამდენიმე სერია ა-ს გუნდიც ეპატიჟებოდა, თუმცა იტალიელმა ფორვარდმა არჩევანი მონცაზე შეაჩერა.