Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მატია ძაკანი ლაციოს ფეხბურთელია

ლაციომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატია ძაკანი კარიერას არწივების რიგებში გააგრძელებს.

ვერონას ფეხბურთელი, რომელსაც ვერონასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურებოდა, ლაციოს 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, შემდგომში კი ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება.

26 წლის ძაკანი ლაციოს პრიორიტეტული სამიზნე არ ყოფილა, მაგრამ აინტრახტიდან ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, არწივებმა იტალიელი ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტეს. მისი წლიური გასამრჯელო ლაციოში 1.9 მილიონი ევრო იქნება.