ოფიციალურად: მერტენსმა ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ნაპოლი და დრის მერტენსი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ბელგიელი ფეხბურთელი ნაპოლის ღირსებას კიდევ 2 წლის მანძილზე დაიცავს.

„ბედნიერი ვარ,რომ ამდენი ხანი ჩვენთან ერთად ხარ,მერტენს!“ დაწერა თავისი ტვიტერის გვერდზე აურელიო დე ლაურენტისმა

ბელგიელმა ჩელსის და ინტერს უარი განუცხადა და ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა.მხარეების თანხმობის შემთხვევაში,მათ თანამშრომლობა მე-3 სეზონშიც შეეძლებათ.

მერტენსი ნაპოლის გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეა.ის Coppa Italia-ს ნახევარფინალში,მილანის ინტერის წინააღმდეგ გატანილი გოლით გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2013 წლის შემდეგ,ბელგიელმა 310 შეხვედრაში 122 გოლი გაიტანა და 73 ასისტი შეასრულა.

Leave a Reply

Your email address will not be published.