Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მერტენსს ოპერაცია ჩაუტარდა…

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დრის მერტენსს მარცხენა მხარზე ბელგიაში ოპერაცია ჩაუტარდა და მას მინიმუმ 2-3 კვირა უქმად ყოფნა მოუწევს.

მერტენსმა მხარზე დაზიანება სეზონის მსვლელობის დროს მიიღო და ევროპის ჩემპიონატზე ტკივილის ფონზე თამაში უწევდა, მას შემდეგ, რაც იტალიამ ბელგია ტურნირს გამოთიშა, მერტენსმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

34 წლის ფორვარდმა, რომელსაც ნაპოლისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გასულ სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა.