Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მილანის პრეზიდენტმა სერია ა-ს თანამდებობა დატოვა

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ Lega Serie A-ს დირექტორის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

გუშინ სერია ა-ს 20 გუნდს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართა, სადაც მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს (დეტალები იხილეთ აქ).

სკარონის პოსტის დატოვების მიზეზი ევროპის სუპერ ლიგა გახდა, რომელიც მილანს ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაუტოვებია და სერია ა-ს გუნდების უკმაყოფილება გამოიწვია.

გათიშვა