Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მილანი სეზონის სტარტამდე კიდევ 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს

მილანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონის დაწყებამდე გუნდი კიდევ 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

პირველი შეხვედრა 31 ივლისს ნიცაში, Allianz Riviera-ზე გაიმართება. მეორე შეხვედრას გუნდი 4 აგვისტოს ესპანეთში, Mestalla-ს სტადიონზე ვალენსიას წინააღმდეგ ჩაატარებს.

8 აგვისტოს ავსტრიაში მილანის მეტოქე მადრიდის რეალი იქნება, საბოლოო მატჩს კი როსონერი 14 აგვისტოს ბერძნული პანათინაიკოსის წინააღმდეგ, იტალიაში გამართავს.