Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მილანმა მენიო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში დააბრუნა

მილანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ როსონერის კარის ძირითადის დარაჯი მაიკ მენიო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში დაბრუნდა და ლივერპულთან მატჩში იტალიური გრანდის კარს სწორედ ის დაიცავს.

მილანმა მენიო ლიგის განაცხადიდან მას შემდეგ შეცვალა, როდესაც მაიკმა მაჯაზე ოპერაცია გადაიტანა და მის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღად 2022 წლის იანვარს ასახელებდნენ, თუმცა მენიომ ყველას გაკვირვება და მოედანზე 1 თვით ადრე დაბრუნება მოახერხა, ამიტომ როსონერის ახალი გაფორმებული კიპერის ანტონიო მირანტეს ამოშლა და მის მაგივრად კვლავ მენიოს ჩასმა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ მილანი ლივერპულს სამშაბათს საღამოს დაუპირისპირდება და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად ინგლისელების დამარცხებამოუწევს, თუმცა როსონერი ასევე პარალელურად მიმდინარე მატჩის – პორტუ-ატლეტიკოს შედეგზეც იქნება დამოკიდებული.