Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მილანმა ოლცერი ბრეშაში გაუშვა

მილანმა გუშინ სანდრო ტონალის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და როგორც მოსალოდნელი იყო, საპირისპირო მხარეს როსონერის ახალგაზრდა ტალანტი ჯაკომო ოლცერი გადაინაცვლებს.

მილანს ტონალის გაფორმება საერთო ჯამში 17 მილიონი და ოლცერი დაუჯდა, რასაც მომავალში სხვადასხვა სახის ბონუსები დაემატება.

მილანის აკადემიის აღზრდილის კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც როსონერის 20 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვა შეეძლება.