Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: მილანმა პობეგა გუნდიდან გაუშვა

მილანის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ტომაზო პობეგა 2020-21 წლების სეზონს სპეციაში, იჯარის წესით გაატარებს.

მილანმა გასულ თვეში პობეგას კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა და მიუხედავად იმისა, რომ პიოლის ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, გუნდმა მისი იჯარით გაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

სპეციას 21 წლის ნახევარმცველის გამოსყიდვის საშუალებაც ექნება, თუმცა კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც როსონერის მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.