Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: მირანჩუკი ატალანტას შეუერთდება

ალეკსეი მირანჩუკი მოსკოვის ლოკომოტივის გულშემატკივრებს გამოემშვიდობა და ატალანტაში გადასვლა დააანონსა.

ლოკომოტივის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხოლობთ:

„ლოკომოტივმა და ატალანტამ ალეკსეი მირანჩუკის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეათანხმეს, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადება და იტალიურ გუნდს შეუერთდება.“

ატალანტა რუსი ფეხბურთელის სანაცვლოდ 14.5 მილიონ ევროს გადაიხდის და შემდეგი გაყიდვიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს.

აღნიშნულ ტრანსფერზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა:

„მინდა, რომ თითოეულ ლოკომოტივის გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო. სწორედ აქ გავხდი პროფესიონალური ფეხბურთელი და უკეთესი ადამიანი. ჩვენ ერთად ყველაფერი მოვიგეთ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვის, რასაც მე აქ მოსვლის პირველივე დღიდან ვგრძნობდი.

„ახლა კი დროა, რომ ჩემს ოცნებებს გავყვე, თუმცა ეს დამშვიდობება არ არის, ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით!“

Leave a Reply

Your email address will not be published.