ოფიციალურად: მიჰაილოვიჩმა ბოლონიასთან გაახანგრძლივა
ბოლონიამ მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.სინიშა მიჰაილოვიჩს ბოლონიასთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით ჰქონდა დარჩენილი,თუმცა გუნდმა ამ ფორმით მას კიბოს დამარცხება მიულოცა.
სერბი გუნდში 2019 წელს დაბრუნდა და მან ბოლონიას სერია ა-ში დატოვება მოახერხა.მისმა გუნდმა 17 თამაშში უმნიშვნელოვანესი 30 ქულის მოპოვება მოახერხა.
მას ლეიკემიის დიაგნოზი 2019 წელს დაუსვეს,თუმცა საბედნიეროდ მკურნალობამ შედეგი გამოიღო.ახლა ის სრულიად ჯანმრთელია და გუნდის ვარჯიშებს უკვე პირადად ატარებს.