Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: მორატა იუვენტუსის ფეხბურთელია

ტურინის იუვენტუსმა ატლეტიკოს ესპანელი ფორვარდი, ალვარო მორატა 1-წლიანი იჯარით გაიფორმა, რის სანაცვლოდაც 10 მილიონ ევროს გადაიხდის და მისი გამოსყიდვის უფლება 45 მილიონად ექნება.

კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც იუვეს იჯარის გახანგრძლივება კიდევ ერთი სეზონით შეეძლება, ანალოგიური 10 მილიონის სანაცვლოდ და ამ შემთხვევაში მის გამოსასყიდად 35 მილიონის გადახდა მოუწევს.

მორატა, რომელიც იუვეში 2014-16 წლებში უკვე თამაშობდა, 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.