Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მოჰამედ იჰატარენი იუვენტუსის ფეხბურთელია

იუვენტუსმა ახალგაზრდა ნიდერლანდელი ტალანტის მოჰამედ იჰატარენის ტრანსფერი სერია ა-ში ოფიციალურად დაარეგისტრირა და ის სამპდორიაში გაასხვისა.

19 წლის შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ ტურინული გრანდი პსვ-ს 7 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოცდილების მისაღებად 1 სეზონი სამპდორიაში გაანათხოვრებს.

რამდენიმე საიმედო წყაროს ინფორმაციით, იჰატარენის გაფორმებით იუვენტუსის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა.