Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: მხითარიანი რომას ფეხბურთელია

არსენალის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ჰენრიხ მხითარიანი რომას სრულფასოვანი წევრი გახდა და ჯალოროსიმ მისი დამატება სრულიად უფასოდ მოახერხა.

„იტალიაში გატარებული 1-წლიანი იჯარის შემდეგ, ჩვენ მხითარიანთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შემდეგ გავწყვიტეთ და ფეხბურთელი რომას საბოლოოდ შეუერთდება.“

ჯერჯერობით მხითარიანის ახალი კონტრაქტი რომასთან არ ხმაურდება, თუმცა კულუარული ინფორმაციით სომეხი ფეხბურთელი ჯალოროსისთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მხითარიანმა გასულ სეზონში სერია ა-ში 22 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.