Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: მხითარიანმა რომასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

რომას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ჰენრიხ მხითარიანმა კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის გუნდში დარჩება.

ჟოზე მოურინიოს გუნდში მისვლის შემდეგ, რომელთანაც მას მანჩესტერში კონფლიქტი ჰქონდა, ბევრი ვარაუდობდა, რომ ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა, თუმცა მხითარიანმა რომასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.