Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ნაპოლის აპელაცია უარყოფილია

ნაპოლიმ სააპელაციო სასამართლოში იუვენტუსი – ნაპოლის მატჩზე საჩივარი შეიტანა და მატჩის გადათამაშებას და საჯარიმო ქულის გაუქმებას მოითხოვდა, თუმცა პარტენოპეიმ უარი მიიღო.

იუვენტუსი – ნაპოლის მატჩი 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პარტენოპეის შემადგენლობაში კორონა ვირუსი ორ ფეხბურთელს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ადგილობრივმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა გუნდის იზოლაციაში გადაყვანა მოითხოვა.

სერია ა-ს წარმომადგენლების განმარტებით, ნაპოლიმ უსაფრთხოების პროტოკოლი დაარღვია, რის გამოც მათ ტურინში გამგზავრება აეკრძალათ, ამიტომ ტექნიკური მარცხი და 1-ქულიანი ჯარიმა ძალაში დარჩება.