Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ოლივიე ჟირუ მილანის ფეხბურთელია

მილანმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან ოლივიე ჟირუ მილანის ღირსებას დაიცავს.

როსონერის ფრანგი ფეხბურთელის გაფორმება 1 მილიონი დაუჯდება, მომავალში კი ჩელსისთვის ბონუსის სახით კიდევ 1 მილიონის გადახდა მოუწევს.

ჟირუმ მილანთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც მისი წლიური გასამრჯელო 3.5 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ბონუსების დამატებით 4 მილიონამდე გაიზრდება. ის როსონერის რიგებში 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.