Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ოსიმჰენი მოედანზე 3 თვე ვერ დაბრუნდება

ვიქტორ ოსიმჰენმა, რომელმაც ნაპოლისთან მატჩის მსვლელობისას მილან შკრინიართან შეჯახების შემდეგ სახის ძვალი გაიტეხა, დღეს ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებულად დასრულდა, თუმცა სამწუხაროდ პარტენოპეის ერთ-ერთ ლიდერს საკმაოდ დიდი ხანი გაუცდება.

ნაპოლის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 22 წლის ნიგერიელი ფორვარდი ლუჩიანო სპალეტის გუნდს დაახლოებით 3 თვე ვერ დაეხმარება.

ოსიმჰენი გამოტოვებს აფრიკის თასის მატჩებსაც, რომელიც სტარტს 9 იანვარს აიღებს.