Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: პადოინი იუვენტუსში დაბრუნდა

იუვენტუსმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ყოფილი ფეხბურთელი სიმონე პადოინი ბიანკონერის რიგებში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ის მაქს ალეგრის სამწვრთნელო შტაბის წევრი იქნება.

პადოინმა იუვენტუსის რიგებში 2012-16 წლებში ითამაშა და კარიერა 2020 წელს დაასრულა.

იუვენტუსმა პადოინის გუნდში დაბრუნება ვიდეოს საშუალებით, ცნობილი სათვალის ‘MEME’-თ გააოფიციალურა:

დიბალა:“ რჩები ?“
პადოინი:“ დიახ…“