Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: პარმამ მარესკა დაითხოვა

სერია ბ-ში მოასპარეზე პარმამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ენცო მარესკა მომდევნო ტურიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.

მარესკამ პარმა მიმდინარე სეზონის სტარტზე ჩაიბარა და 14 მატჩიდან მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ 4 მათგანის მოგება მოახერხა, 5 ფრე ითამაშა და 5-ჯერ დამარცხდა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, პარმას ფიორენტინას ყოფილი თავკაცი ბეპე იაკინი ჩაიბარებს.