Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: პასტორემ რომა დატოვა

რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჯალოროსიმ ხავიერ პასტორესთან კონტრაქტი გაწყვიტა.

არგენტინელი ფეხბურთელი რომამ პსჟ-სგან 2018 წელს, 24.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, მაგრამ მან იმედების გამართლება ვერ მოახერხა და 37 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.