Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: პაუ ლოპესმა რომა დატოვა

რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პაუ ლოპესი კარიერას იჯარის წესით მარსელში გააგრძელებს.

ფრანგებს 26 წლის ესპანელი კიპერის გამოსყიდვა 12 მილიონი ევროს საშუალოდ შეეძლებათ, მაგრამ თუ ლოპესი მარსელის მაისურს მომდევნო სეზონში 20-ჯერ მოირგებს, მათ ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ.

რომამ ლოპესის სანაცვლოდ 2019 წელს ბეტისს 23.5 მილიონ ევრო გადაუხადა, მაგრამ მან მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა, აპრილში კი მხრის ოპერაცია გაიკეთა.

რამდენიმე დღის წინ მარსელში იჯარის წესით რომადან კიდევ ერთი ფეხბურთელი ჩენგის უნდერი გადავიდა.