Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: პელეგრინიმ რომასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

როგორც მოსალოდნელი იყო, რომამ ლორენცო პელეგრინისთან კონტრაქტის გახანგრძლივება უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

25 წლის ფეხბურთელი, რომლის კონტრაქტიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, რომას რიგებში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი წლიური გასამრჯელო კი 4 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება და ის ტამი აბრაჰამის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

პელეგრინის კონტრაქტში აღარ იქნება მითითებული გამოსასყიდი პუნქტი, რომელცი აქამდე 30 მილიონი ევრო იყო.

იტალიელმა ფეხბურთელმა ჯალოროსის რიგებში 161 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა გააკეთა.