Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: პეცელა ატალანტას ფეხბურთელია, ფრაბოტა ვერონას უახლოვდება

ატალანტამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პარმადან ჯუზეპე პეცელა 1-წლიანი იჯარის წესით გაიფორმა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ბერგამოელები მარცხენა ფლაგნის გაძლიერებას უკვე დიდი ხანია ცდილობდნენ და რამდენიმე დღის წინ იუვენტუსიდან ჯანლუკა ფრაბოტას დამატებასთან იყვნენ ახლოს, თუმცა ბოლო წამს მისი გაფორმება გადაიფიქრეს და ფსონი პარმას უკანახაზელზე გააკეთეს.

ატალანტაში ჩაშლილი ტრანსფერის მიუხედავად, ჯანლუკა ფრაბოტა სავარაუდოდ გუნდს მაინც დატოვებს და რამდენიმე წყაროს ცნობით, მისი იჯარით აყვანაზე ამჯერად ვერონა მუშაობს.