Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: პიონტეკი ფიორენტინას ფეხბურთელია

ფიორენტინამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონელი ფორვარდი კშიშტოფ პიონტეკი კარიერას ფლორენციულ გუნდში გააგრძელებს.

26 წლის ფორვარდი იებს ჰერტადან 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმციით, პიონტეკი დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელად არ განიხილება და სერბი ფორვარდი ფლორენციას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ დატოვებს.