Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: პიჩინი ატალანტას ფეხბურთელია

ატალანტას ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კრისტიანო პიცინი ვალენსიადან ბერგამოელებს იჯარის წესით შეუერთდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით და ატალანტას საერთო ჯამში ფეხბურთელის გაფორმება 3 მილიონი ევრო დაუჯდება. 28 წლის ფეხბურთელს ტიმოთი კასტანეს ჩანაცვლება მოუწევს, რომელიც ბერგამოდან ლესტერში, 25 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა.

იტალიელი მარჯვენა მცველი ფიორენტინას აკადემიის აღზრდილია და რეალ ბეტისში 2018 წელს, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.