Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ჟოაო მარიომ ინტერი დატოვა

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო მარიომ გუნდთან ორმაგი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ინტერმა მარიოს სანაცვლოდ სპორტინგს 2016 წლის ზაფხულში 40 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ფეხბურთელმა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და სხვადასხვა გუნდებში იჯარის წესით მოუწია თამაში.

მისი მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულში იწურებოდა და ბენეამატას მისი გაყიდვის იმედი ჰქონდა და მისი გაფორმების სურვილი ბენფიკამ გამოთქვა, მაგრამ ფეხბურთელის კონტრაქტში სპორტინგმა ჩადო პუნქტი, რომლის მიხედვითაც სხვა პორტუგალიურ გუნდს მისი გაფორმების საშუალება არ მიეცემა, ამიტომ მარიო ბენფიკას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.