Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ჟოაო მარიო სპორტინგში დაბრუნდა

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჟოაო მარიო სპორტინგში იჯარის წესით ითამაშებს, თუმცა პორტუგალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

27 წლის ფეხბურთელი ინტერმა სწორედ სპორტინგიდან 2016 წელს, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა ფეხბურთელმა იმედების გამართლება ვერ მოახერხა და იჯარის წესით ვესტ ჰემში და მოსკოვის ლოკომოტივში ასპარეზობდა.

მისი კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ივნისში იწურება.