Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: როდრიგო დე პაული ატლეტიკოს ფეხბურთელია

ატლეტიკომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უდინეზედან 27 წლის არგენტინელი ფეხბურთელი როდრიგო დე პაული 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა.

დე პაულს თვეების განმავლობაში მილანს, ინტერს და იუვენტუსს უკავშირებდნენ, თუმცა უდინეზეს მოთხოვნილი თანხის გადახდა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა და საბოლოოდ დე პაული ესპანეთის ჩემპიონებს შეუერთდა. მან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.