Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: რომამ ახალი სპორტული დირექტორი წარადგინა

რომას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ჯალოროსის სპორტული დირექტორის თანამდებობას ტიაგო პინტუ დაიკავებს.

36 წლის პორტუგალიელი, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული ბენფიკას დირექტორი გახლდათ, რომში მუშაობას 2021 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.

პინტუს ფეხბურთის გარდა ჰოკეის, ფუტსალის და კალათბურთის გუნდების სპორტულ დირექტორად აქვს ნამუშევარი.

ამ თემაზე კომენტარი ჯალოროსის ოფიციალურ ვებ-გვერდთან თავად პინტომ გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ რომას გუნდისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში შევუერთდები.

„ბენფიკას დატოვება ძალიან რთული იყო, რადგან ამ გუნდში ძალიან კარგი პერიოდი გავატარე და დიდ წარმატებებსაც მივაღწიეთ, თუმცა რომას ახალი პრიექტის ნაწილად ყოფნა ძალიან დიდი პროფესიონალური გამოწვევაა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

„დენ და რაიან ფრიდკინების ძალიან დიდი მადლიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ერთად რომას უმაღლეს საფეხურზე ავიყვანთ.“