Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: რომამ კალაფორის გაუხანგრძლივა

რომას ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რიკარდო კალაფორისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და იტალიელი ჯალოროსის ღირსებას 2025 წლამდე დაიცავს.

18 წლის მარცხენა მცველმა, რომელიც რომას აკადემიის აღზრდილია, ახალგაზრდულ გუნდებში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ფონსეკამ ის ძირითად გუნდში დააწინაურა. ფეხბურთელმა 3 მატჩში მონაწილეობის მიღება უკვე მოასწრო.

„კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე რომა ბავშვობიდან მიყვარდა და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ძირითად გუნდში მეთამაშა. უბედნიერესი ვარ და გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ.“ განაცხადა ახალგაზრდა უკანახაზელმა.