Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: რომამ კლუივერტი ნიცაში გაუშვა

რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯასტინ კლუივერტი მომდევნო სეზონს ნიცაში იჯარის წესით გაატარებს, რის სანაცვლოდაც ჯალოროსი 1 მილიონს მიიღებს და ფრანგებს მისი გამოსყიდვა 14 მილიონად შეეძლებათ.

22 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი რომასთან 2023 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხედვით ჯალოროსის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება შეუძლია, ამიტომ თუ ნიცა კლუივერტს არ გამოისყიდის, რომას ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვავ არ ემუქრება.